(995) 597 34 82 82 outservice.ge@gmail.com
2016 წლის საქართველო-ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა
3 ნოემბერს ჰუალინგ ჯგუფის საგამოფენო პავილიონში ჩატარდა “საქართველო-ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის რიგით მეხუთე გამოფენის” გახსნის ცერემონია.
გამოფენა გახსნეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ქეთევან ბოჭორიშვილმა და გენადი არველაძემ, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ, ურუმჩის ვიცე-მერმა ჭანგ სიუეფენგმა, ურუმჩის მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, ჰუალინგ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა და Outservice.ge- ს პრომო გოგონებმა.