Menu

ზარის მოთხოვნა

2 30 70 74 info@outservice.ge

OutService.Ge „ სოციალური თერაპიის სახლის“ გადასარჩენად

    სარეკლამო კომპანია OutService.Ge მოძრაობა „ხიდის“ ინიციატივას შეუერთდა და დღის ცენტრის გადასარჩენად გარკვეული წვლილი შეიტანა.

  25 აპრილს , მოძრაობა „ხიდი“-ს ინიციატივით საგამოფენო სივრცე „არტარეაში“ ცნობილი დიზაინერების შემოქმედების და დღის ცენტრის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

  კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ და მისი სტრუქტურული ერთეული „სოციალური თერაპიის სახლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულ ადამიანებს1990 წლიდან ემსახურება.
ამჟამად კავშირს ფინანსური პრობლემები აქვს. დონორი ორგანიზაციები, სხვადასხვა მიზეზების გამო ხარჯების ძირითადი ნაწილის ანაზღაურებას ვეღარ ახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას 2016 წლიდან დაფინანსების გარეშე დარჩენა და დახურვა ემუქრება.
   ამ პრობლემის დაღწევის მიზნიდ 25 აპრილს, მოძრაობა „ხიდი“-ს ინიციატივით საგამოფენო სივრცე „არტარეაში“ ქართველი ცნობილი დიზაინერების შემოქმედების და დღის ცენტრის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ამ იდეას შეუერთდნენ: სარეკლამო კომპანია „OutService.Ge” , მეღვინეობა „დუგლაძე“,  სამკერვალო სალონი „ბერბუკი“, ასევე საინფორმაციო მხარდამჭერები: საინფორმაციო პორტალი „კვირა“ და საინფორმაციო სააგენტო „ Tv Free”.
 ღონისძებიდან შემოსული თანხა მოხმარდება შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების დღის ცენტრის ბენეფეციარები.