Menu

ზარის მოთხოვნა

2 30 70 74 info@outservice.ge

Helloween – „ყველა წმინდანის ღამე“. ისტორია და ტრადიცია

31 ოქტომბრის ღამეს ძირითადად აშშ და კანადა აღნიშნავს ჰელოუინს - ძველი კელტების დღესასწაული, რომელსაც ასევე „ყველა წმინდანის ღამეს“ უწოდებენ.
 ბოლო დროს ჰელოუინს ევროპაშიც და საქართველოშიც აღნიშნავენ.
    ამ დღესასწაულის ფესვები უძველესი დროიდან მოდის. კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ინგლისის, ირლანდიის და სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებზე,
 წელიწადს ორ ნაწილად ყოფდნენ - ზამთარი და ზაფხული. 31 ოქტომბერი წლის ბოლო დღედ ითვლებოდა. ამ დღიდან კელტების ტრადიციებით ზამთარი იწყებოდა.
   ახალი წლის ღამეს (31 ოქტომბერს) ძველად კელტების აზრით, ამქვეყნიური და იმქვეყნიური კარები იღებოდა და სულები დედამიწაზე დასახლებას ცდილობდნენ. 
 კელტები ამ დღეს საინს ან სამჰეინს უწოდებდნენ. ხოლო  იმისთვის,რომ სულების და მოჩვენების მსხვერპლები არ ყოფილიყვნენ. კელტები საკუთარ სახლებში აქრობდნენ შუქებს და  
 ცხოველების ტყავში იმოსებოდნენ,რათა უცხოპლანეტელები შეეშინებინათ. ეზოში სახლთან სულებისთვის ტკბილეულს ტოვებდნენ, თვითონ კი კოცონის გარშემო იკრიბებოდნენ, 
 სადაც ცხოველების მსხვერპლშეწირვა ტარდებოდა.მსხვერპლშეწირვის შემდეგ ხალხს წმინდა ცეცხლი სახლებში მიჰქონდა. ზეიმის სიმბოლოდ გოგრა ითვლებოდა. წმინდა ცეცხლის 
 მეშვეობით, რომელიც გოგრაში ენთო,ავ სულებს დევნიდნენ, 
   ცოტა მოგვიანებით 844წელს, რომის პაპმა გიორგი IV, 1 ნოემბერი კატოლიკურ ეკლესიაში ყველა წმინდანის დღედ დაასახელა. თავიდან ზეიმს ეწოდებოდა All Hallows Even ( ყველა წმინდანის წირავა);
 შემდეგ Hallowe'en და ბოლოს Halloween დაერქვა. 
  დღეს ჰელოუინი დიდი პოპულარობით აშშ-ში და კანადაში სარგებლობს. ამერიკული ჰელოუინის  ატრიბუტებია: ფანარი გოგრაში (Jack-o-lanterns) და ტკბილეულობის მათხოვრობა (Trik or trak).
 რაც შეეხება მართმადიდებლურ ქვეყნებს აქ მიაჩნიათ, რომ ჰელოუინი ავ სულებთან თამაშს ნიშნავს და ათეისტურია,თუმცა რამოდენიმეჯერ საქართველოშიც ჩატარდა.