Menu

ზარის მოთხოვნა

2 30 70 74 info@outservice.ge

5 მარკეტინგული ეშმაკობა, რომელიც მართლაც გენიალურია

ენერგეტიკული სასმელი Red Bull

 როდესაც სასმელი ფართო ბაზარზე გაჰქონდათ (აშშ, ევროპა) ძირითად კონკურენტებად Coca-Cola, Pepsi, Molson, Labatt, Anheuser-Busch სახელდებოდნენ. კონცეფცია ყველას იგივე ჰქონდა, ენერგეტიკული სასმელის Jolt Cola-ს გარდა, რომელიც  Red Bull-თან შედარებით კოფეინის გაორმაგებულ დოზას შეიცავდა.

 ამიტომ დიტრიხ მატეშიცი რისკზე წავიდა:  კონკურენტებთან შედარებით ხელოვნურად გააორმაგა ფასი, შეამცირა ქილის მოცულობა „ელემენტის“ ზომამდე.  საკუთარი ბრენდი კი მაღაზიებში განათავსა ყველგან სასმელების სექციების გარდა.

სიგარეტი Marlboro
 დღევანდელი სტანდარტული სიგარეტის კოლოფები სწორედ მალბოროს შექმნილია. მათი მიზანი არც დიზაინის დემონსტრირება და არც  ინოვაცია არ იყო. ამ ნაბიჯით მათ მალბოროს მწეველები მოსიარულე რეკლამად აქციეს. საქმე კი იმაშია, რომ მწეველები სიგარეტს ჯიბიდან კოლოფის ამოუღებლად იღებდნენ და სიგარეტის ბრენდს ვერავინ ხედავდა. მალბორომ კი შეცვალა ყველაფერი.

 ფლიპ-ტოპი - ასე ქვია დღევანდელ სიაგრეტის კოლოფებს- გიწევს ამოიღო, ახალი კი ყოველთვის იქცევს ყურადღებას.

Mezcal
   მესკალი- ისეთივე ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, როგორც ტეკილა იწარმოება მექსიკაში და მზადდება აგავასგან. ტექნიკურად ტეკილაც მესკალია, მაგრამ სხვა სახეობის, რომელსაც  უკეთესი ხარისხი და გემო აქვს.
  მესკალი საზღვრებს გარეთ პოპულარული მკვდარი მუხლუხას მეშვეობით გახდა, რომელიც ბოთლის ძირზე ტივტივებს. სინამდვილეში ეს საბრალო არსება არანაირად არ ცვლის სასმლის გემოს, თუმცა ეგზოტიკა იზიდავს ხალხს, ამიტომ კარგი მარკეტინგული სვლაა!

ვისკი Dewar’s
  XIX საუკუნის მიწურულს ლონდონში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა რომი და ჯინი, ამიტომ რთული იყო ვისკის გაყიდვა.  ტომას დიუარი კი პატარა ეშმაკობაზე წავიდა. მან დაიქირავა მისტიური მყიდველები, რომლებიც სხვადასხვა პაბში შედიოდნენ და ვისკს  Dewar’s ითხოვდნენ. რა თქმა უნდა ეს სასმელი არ იყო და კლიენტებიც ტოვებდნენ დაწესებულებას. ასეთი რამოდენიმე  შემთხვევის შემდეგ თვითონ დიუარი მიდიოდა, სთავაზობდა საკუთარ სასმელს და ხელშეკრულებას უფორმებდა.
 
ყავა Starbucks
  არც თუ ისე დიდი ხნის წინ აშშ-ი Starbucks-ის კონკურენტი Seattle’s best- ი გამოჩნდა. ეს ბრენდი აკეთებდა ყველაფერს პირიქით: სხვა ყავა, სხვა ავეჯი, მუსიკა, ატმოსფერო, მომსახურება და ა.შ. ასეთი ნაბიჯით ის იზიდავდა იმ კლიენტებს ვისაც რამე Starbucks-ში არ მოსწონდა.
  კომპანია Starbucks-მა საპასუხოდ მარტივი რამ გააკეთა, მან უბრალოდ იყიდე კონკურენტი კაფე და გაამწვავა კონკურენცია, რამაც მას ორმაგი მოგება მოუტანა.         ვისაც მოსწონდა Starbucks-ში მიდიოდა, ვისაც არა მიდიოდა Seattle’s best-ში, ფული კი ერთ სალაროში მიდიოდა.

.